განვიხილეთ ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით;
გავეცანით მოსწავლეთა თვითრეგულირებადი სწავლების ხელშეწყობის საკითხებს;
დავგეგმეთ შეფასებები;
ვიმსჯელეთ სწავლის პროცესის დიფერენცირებაზე.
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის მოდულზე: სასწავლო კურსის დაგეგმვა.
ამ მოდულის შექმნისთვის ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირებაზე;
ჩვენი პროექტი დავაკავშირეთ პროფესიულ სტანდარტთან;
ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.
გავეცანი ზოგადად ინტელის კურსის არსს.
ტრენერთან მუშაობა საინტერესოა.
გავხსენი ელ.ფოსტა და ბლოგი.
შევქმენი საქაღალდე მომავალი სამუშაოს შესასრულებლად და შესანახად.